ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მძიმე დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სრულ უკულტურობას ავლენს და ამავდროულად მძიმე დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს და ირონიულად აცხადებს, თითქოს ხულო და ხელოვნება ერთმანეთთან შეუთავსებელია.

,,რა ჰგონია, რომ ხულოელ ბავშვებს ხატვის საწვლა არ შეუძლიათ, ან არ სჭირდებათ, მისი აზრით ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში დაბადებული ბავშვების პრივილეგიაა?! მან იცის, რომ ხულოში არჩევნები პირწმინდად აქვს წაგებული და ამის გამო თავს უფლებას აძლევს, ხულოსა და ხულოელებს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს არსება ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, ზიზღს, ირონიასა და დაპირისპირებას თესავს. სწორედ დაპირისპირებისთვის სჭირდება მას ზუგდიდიც და მთლიანად არჩევნებიც. საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა მას უარი, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება 19 მაისს“,- აცხადებს ილია ნაკაშიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს