ვასო გოძიაშვილის პარკი საზეიმოდ გაიხსნა

ვასო გოძიაშვილის პარკი (წითელი ბაღი) საზეიმოდ, სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, „დეკის“ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად შეიცვალა საპარკე ავეჯი და დამატებით განთავსდა სეპარირების ურნები. ასევე, მოეწყო ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტება და განათება. დაითესა ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ბუჩქები. პარკის გარშემო კი მოეწყო დაახლოებით 700 მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი.

„მწვანე სივრცეების არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენს ქალაქს სჭირდება ძალიან ბევრი ასეთი სივრცე, ძალიან ბევრი გამწვანება. ეს არის საბურთალოზე, გოძიაშვილის პარკი, რომელსაც იცნობენ, როგორც „წითელ ბაღს“ და ყველას გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო აქ. ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის და ხედავთ, როგორი სილამაზეა, როგორი ატმოსფერო სუფევს. მინდა, რომ ჩემი თბილისი და მთელი საქართველო იყოს ზუსტად ასეთი გალამაზებული. მე მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.“- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო