26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით მთავარ მოედნებზე, ავტობუსებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი შესრულდება

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

როგორც 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები აცხადებენ, ჰიმნი გაიჟღერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - მოედნებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მატარებლებსა და ავტობუსებში.

აღსანიშნავია, რომ 17:10 საათი არის დრო, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მიულოცა და შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.

„ამ დღეს სიმბოლურად მივიჩნევთ დამოუკიდებლობის დღის კულმინაციად, რომელსაც საყოველთაო ჰიმნის შესრულებით აღვნიშნავთ“, - აცხადებენ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები.

ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, 26 მაისს შეიკრიბონ ქალაქების მთავარ მოედნებზე, რათა 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ყველამ ერთად შეასრულოს.

იხილეთ ვიდეო: მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი! - 26 მაისს, 17:10 საათზე, მთავარ მოედნებზე, ავტობუსებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი შესრულდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა