გიორგი გახარიამ საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს წარმომადგენლებმა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ქსავიე დე ვუალმო ხელმძღვანელობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიოში, მათ შორის კიბერსივრცესა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიამ ქსავიე დე ვუალმოს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახლად შექმნილი საბჭოს კონცეფციაზე, მიზნებსა და მთავარ გამოწვევებზე. ფრანგმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს საფრანგეთისგან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა