„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო აქცია მაისის ბოლომდე გაგრძელდება

TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თავის მომხმარებელს - „ტოიოტას“ ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს საგაზაფხულო აქციით სარგებლობას მაისის ბოლომდე სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრ თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნებისმიერი მსურველი ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად შეძლებს და გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ფასდაკლების ბარათიც გადაეცემა.

,,კვლავინდებურად ძალაში რჩება საგაზაფხულო აქციის ყველა პირობა:

Corolla-ს მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ აქციაში ჩაერთვებიან, ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ის, Camry-ს და Toyota RAV4-ის მფლობელები კი ამ მომსახურებას 125 ლარად მიიღებენ.

დამატებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს 10%-იანი ფასდაკლების ბარათს, რომლის გამოყენებაც ტოიოტას მფლობელებს სამომავლოდ, მრავალჯერადი მომსახურების მიღებისა და ავტონაწილების შეძენის დროს შეეძლებათ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ საგაზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ, დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 032 2511 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო