დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისსა და 12 ქალაქში გაიმართება

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, ღონისძიებები თბილისსა და 12 ქალაქში გაიმართება, მათ შორის - თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, ამბროლაურში, ფოთში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთასა და ყაზბეგში.

ფიცის დადება გაიმართება ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე - უფლისციხე, ანანური, გრემი, დადიანების სასახლე და მრავალძალი. ჰიმნს შეასრულებს: ოპერის გუნდი, გორის ქალთა კაპელა და აფხაზეთის კაპელა. სოლისტები: იანო თამარი და ოთო ჯორჯიკია. მრავალჟამიერს შეასრულებს საპატრიარქოს გუნდი, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღონისძიების აღსანიშნავად, საბავშვო გასართობი, შემეცნებითი და საკონცერტო პროგრამაა დაგეგმილი, ჩატარდება მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი და Street Art. საკონცერტო პროგრამას შეასრულებს Tbilisi Newcomers და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. გაიმართება ბუშტების ინსტალაცია „17:10“, ორიგამის ინსტალაცია, ინსტალაცია „26 მაისი“, გამოფენა „თბილისის ისტორია“, შუშის ინსტალაცია „ფერადი კედლები“, საგამოფენო სტენდები -„ჩვენი დროის ადამიანები“; საინფორმაციო სტენდები - „იცით თუ არა რომ“.

გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა: „სტარტაპ მარკეტი“ და „აწარმოე საქართველოში“.

მაღალტექნოლოგიურ, შემეცნებით კუთხეში მოსახლეობას საშუალება ექნება ქართველ სტარტაპერებს გაეცნოს და მათი პროდუქტები დაათვალიეროს. ასევე ნახოს რობოტი პეპერი ლინგვინგის უცხო ენების შემსწავლელი აპლიკაციით; გაიმართება 260 გრადუსიანი ვიდეოს ჩვენება სამ წარმატებულ გამომგონებელზე; ვიარის სათვალით დამთვალიერებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს; ელექტროკალმით ბავშვები შეძლებენ შექმნან სხვადასხვა პროდუქტი; მოეწყობა ახალგაზრდა და ძველი გამომგონებლების კუთხე.

ასევე ღია ცის ქვეშ მოეწყობა საგამოფენო, მოსასვენებელი სივრცეები და გაიმართება ღვინის დეგუსტაცია. ჩატარდება სპორტული ღონისძიებები.

2019 წლის 26 მაისი ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა