ქართული ღვინის კომპანიები VinExpo Bordeaux-ში მონაწილეობენ

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში VinExpo Bordeaux-2019, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნოებს, საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ელენე კიკნაძის შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ქართული ღვინო წელსაც ჯიშების მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი ბორდოში, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში. ეს კი საბოლოოდ აისახება ექსპორტის მოცულობაზე და შენარჩუნებულო იქნება ბოლო წლების მზარდი დინამიკა“, - განაცხადა ელენე კიკნაძემ.

მიმდინარე წელს VineExpo Bordeaux-ზე, „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით, პირველად არიან წარმოდგენილები ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები. სულ გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და 4 საოჯახო მარანი.

სააგენტოს ცნობით, ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო ათასობით ადამიანმა დააგემოვნა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათში განსაკუთრებულ ინტერესს ქვევრის ღვინო, მისი წარმოების ტრადიცია და კულტურა იწვევდა.

ქართულ სტენდს ცნობილი ბრიტანელი ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფიც ესტუმრა, რომლის შეფასებითაც, VineExpo Bordeaux არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის წარდგენის ადგილი.

„აქ ადამიანები ჩამოდიან ჩინეთიდან, ამერიკიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სასიამოვნოა ქართული სტენდის და ძალიან კარგი ქართული ღვინოების აქ ნახვა, იმის ხილვა, რომ ხალხი ეცნობა ქვევრის და არამხოლოდ ქვევრის, არამედ ისეთ ქართულ ღვინოს, როგორებიცაა ციცქა, ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ვფიქრობ, საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან კარგია, ეს წორედ ის ადგილია, სადაც ქართული ღვინო უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა რობერტ ჯოზეფმა.

„VinExpo Bordeaux ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარმოდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. ბორდოს გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ბაიერები და იმპორტიორები. გამოფენა VinExpo Bordeaux 1981 წელს ბორდოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია მეღვინეებმა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან წარმოადგინეს, ხოლო ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ელოდებიან“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო