თეთნულდზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი გაიმართება

25-26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სვანეთის მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის ორდღიანი ფესტივალი ჩატარდება.

25 მაისს, მესტიაში სგიმიერი-სეტის მოედანზე გაიმართება ძველი და ახალი ფოტოების - უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტო -გამოფენა; ასევე გაიმართება ფესტივალის ფარგლებში შექმნილ არტ-სივრცეში შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან; ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე; შემეცნებით- გასართობი დღის აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის; საღამოს კონცერტი და თეთნულდის ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოება; 19:00 საათზე კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ: „ურსა“, „არა“, კახაბერი და ხანუმები, „რიჰო“. 00:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღის შეხვედრა საქართველოს ჰიმნით და ფოიერვერკით დასრულდება.

ასევე, 25 მაისს, თეთნულდზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სათხილამურო ტურნირი გაიმართება. გულშემატკივრებსა და მთის სტუმრებს განსაკუთრებული სადღესასწულო გასართობი პროგრამა დახვდებათ; დღის განმავლობაში განწყობას შექმნის DJ. მთის სტუმრებს ჰეშკილში დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, შეჯიბრები, კარაოკე და ჰეშკილის ცის საქანელა.

26 მაისს, სგიმიერი-სეტის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შემეცნებით-გასართობი აქტივობები; მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სადაც ილუზიონისტები და აკრობატები იქნებიან. ჩატარდება საჩვენებელი შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში;

გაიმართება მარათონი #ცოდნათავისუფლებაა. ასევე, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა; 13:00 საათზე ჩატარდება ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ანსამბლები: „რიჰო“, „ნენსკრა“, „ფარი“, „ლატალი“. ასევე, ფოლკლორის ცენტრთან არსებული მესტიის სალოტბარო სკოლა, ტრიო „ირინოლა“, ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ბანგურიანი“, „ლილეო“, რამო გულედანი, ანსამბლ „რიჰოს“ ახალგაზრდული შემადგენლობა.

17:10 საათზე, საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა