„ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს დღეს პარლამენტში ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე გამოეხმაურნენ.

„ყველს კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინა დღეებში პროვოკაციული ქმედებებით აქტიურდება და ამით პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. როგორც არაერთხელ, ხელისუფლება 19 მაისს არჩევნებზეც ჩააბარებს კიდევ ერთ დემოკრატიულ ტესტს და არჩევნების მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

სოფიო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას კანონი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ამას სათანადო რეაგირება მოყვება.

„ხელისფულება ყველაფერს გააკეთებს, რომ 19 მაისის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარიმართოს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ტემპერატურა არის ძალიან მაღალი და ადგილი აქვს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. ოპოზიცია უნდა შეეცადოს, რომ არჩევნები წარიმართოს დემოკრატიულად და ადგილი არ ჰქონდეს დაპირისპირებას, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე აისახება“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა