ფრანგი ულტრამემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს

ფრანგი ულტრამემარჯვენეების აზრით, საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს. ამის შესახებ ფრანგი ულტრამემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯორდან ბარდელამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებზე ფრანგი მოსახლეობა დააფიქსირებს თავის მკაფიო პოზიციას მიგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში.

ფრანგი ულტრამემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის აზრით, საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს და ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები აღადგინოს, რათა ქვეყანაში მიგრანტების უკონტროლო შემოდინება შეჩერდეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 23-დან 26 მაისამდე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: ფრანგი ულტრამემარჯვენეების აზრით საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა