„ჯივიპი“ თბილისის მოსახლეობას SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას SMS სერვისში გამარტივებულ ჩართვას სთავაზობს. GWP-ის SMS სერვისში ჩართვისთვის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად რეგისტრირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნული სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში SMS სერვისზე მარტივი რეგისტრაცია დამატებით 1000-ზე მეტმა აბონენტმა გაიარა.

მათივე ინფორმაციით, SMS სერვისში ჩართულ მოსახლეობას, ტექნიკური სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, შეუძლია ელექტრონული ქვითრის მოთხოვნა, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება.

„კომპანიამ SMS სერვისში ჩართვის ანალოგიური ფორმა რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის აბონენტებისთვისაც დანერგა.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის, ვებგვერდის - www.gwp.ge და ცხელი ხაზის - 2 93 11 11 მეშვეობით“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა