ნინო ბურჯანაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასება და „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. თუმცა, თავდაპირველად, ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე მწვავე საკითხი გამოყო, რაც სახელმწიფოს განვითარებას და სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უშლის.

ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა პანკისის მოვლენებზე, ხეობაში არსებულ მოსალოდნენ დესტაბილიზაციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედიაზე, ასევე დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, აღნიშნული თემები, ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

თავის მხრივ, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა, რომ ის დიდი ხანია რაც საქართველოში მოღვაწეობს, ძალიან უყვარს საქართველო და პატივს ცემს ქართველ ერს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანამ აღმშენებლობისა და სტაბილურობის გზას არ გადაუხვიოს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პარტიის გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება თუ კი მისი მეგობარი ანტონიო ენრიკო ბარტოლი პარტიის ყრილობაზე მიპატიჟებას დათანხმდება.

„იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყრილობასთან დაკავშირებით, დიდი ინტერესი გამოხატა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ მიესალმება ნინო ბურჯანაძის პარტიის გაძლიერებას და მის პოლიტიკურ აქტიურობას, რადგან დარწმუნებულია, რომ პლურალიზმი ქვეყნის განვითარების ერთერთი სწორი გზაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს