4 ივლისიდან AIR MALTA თბილისი-მალტას მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს

4 ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია AIR MALTA იწყებს. რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ავიაკომპანიის კომერციულმა მენეჯერმა ვიქტორ მიფსუდმა, კომუნიკაციების მენეჯერმა შტეფან გაუჩიმ და საქართველოში AIR MALTA-ს კომერციულმა წარმომადგენელმა „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ ვიცე-თავმჯდომარემ ზურაბ შარაშენიძემ.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და TAV GEORGIA-ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი.

როგორც შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიესალმება ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე.

„ამ ავიაკომპანიასთან 2015 წლიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. კიდევ ერთი ახალი კომპანია ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის გაზრდას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ახალ ავიაკომპანიებთან მუშაობა და დაინტერესება, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე",- განაცხადა ჩოგოვაძემ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის.

„სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს საავიაციო ბაზარს AIR MALTA-ს სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.

პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას",- აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.

ავიაკომპანია AIR MALTA 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათავო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა