დავით ბერძენიშვილი - ლადო კახაძე, რომელსაც უამრავი პარტია აქვს გამოცვლილი, „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ კანდიდატია

„ლადო კახაძე, რომელსაც უამრავი პარტია აქვს გამოცვლილი, „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ კანდიდატია,“ - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მთაწმინდის ოლქში სახელისუფლებო კანდიდატზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, თუ 19 მაისის არჩევნებზე ლადო კახაძე იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო, ეს ივანიშვილისთვის იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩემოდანი ჩაალაგოს.

„მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს მოყანყალებული ხელისუფლება 19 მაისს, შუალედურ არჩევნებზე და ალბათ, იქნება მეორე ტურებიც, სერიოზულ „ნოკდაუნში“ ჩავარდება, რაც საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად, მთაწმინდაზე სახელისუფლებო კანდიდატი ლადო კახაძე, რომელსაც უამრავი პარტია აქვს გამოცვლილი და „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ კანდიდატია, თუ იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა მიიღო არჩევნების პირველ ტურში, ეს პირდაპირი ინდიკატორი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს შეუძლია ჩემოდნები ჩაალაგოს და ამ ქვეყანას გაეცალოს. სხვა შემთხვევაში მას აქ რაიმე ტიპის წარმატება არ ელოდება. ძალიან ცუდად ექცევა ის ქვეყანას. ძალიან დაიჭიმა ზამბარა და ძალიან მძიმედ გაწყდება. შესაძლოა, უფრო მძიმედ, ვიდრე მისი წინამორბედების შემთხვევაში მოხდა,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო