"გალფის" ქსელში დღეიდან G-Force-ის განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი გაიყიდება

გუშინ, Republic-ში კომპანია "გალფმა" მისი განახლებული საწვავის პრეზენტაცია გამართა. G-Force-ის უნიკალური დანამატი Green Booster-ი საწვავს უფრო ეკომეგობრულს ხდის. მისი ტექნოლოგიური ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ჰაერში. მავნე კომპონენტების ემისია მცირდება 40%-ით. ბენზინსა და დიზელში მკვეთრად მცირდება ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს საწვავში ეკოლოგიურობის ფაქტორს.

ჩვეულებრივი საწვავისგან განსხვავებით G-Force-ი ზრდის განვლილ მანძილს, შესაბამისად ამცირებს ხარჯს საწვავზე. საწვავის მოხმარება მცირდება 4,7%-ით. საწვავში არსებული სპეციალური ტექნოლოგია ეფექტურად ასუფთავებს ძრავს ნადებისგან 79%-ით და ამცირებს ცვეთას.

საერთაშორისო ლაბორატორია SGS-მა გამოიკვლია განახლებული G-Force-ის პრემიუმისა და ევრო დიზელის ტიპის საწვავები, სადაც დაადგინა, რომ საწვავი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ევროპის სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

იხილეთ სერტიფიკატი

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო