„ქართული მარში“ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ სახალხო მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას

შუადღის სამი საათიდან შევიკრიბებით რუსთაველის პირველ ნომერთან და 17:00 საათზე, ორგანიზებულად შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ მსვლელობას, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან და დამთავრდება სამების საკათედრო ტაძარში, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ამასთან, ბრეგაძე 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ ლგბტქ პრაიდის კვირეულს გაემოეხმაურა.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ლგბტ ორგანიზაციებმა თავად განაცხადეს უარი ხვალ, 17 მაისს რაიმე ტიპის აქციის ჩატარებაზე. სწორად მოიქცნენ, ჩვენ ამას მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ იგივეს გააკეთებენ ისინი 18-23 ივნისს ივნისს, როდესაც ლგბტ პარადი აქვთ დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიებების ჩატარებაზე. მაგრამ თუკი იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივო აქტები, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი უფლებები, კანონიერება და ის ღირებულებები, რაც გვაქვს", - განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში აღლუმი უნდა ჩაატარონ მხოლოდ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა.

„მარშლელები" ამაყები არიან იმით, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გეი აღლუმი არ გამართული და არც მომავალში გაიმართება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს