თამარ ჩუგოშვილი ქობულიასთან შეკითხვებზე - მმართველ გუნდს, პოლიტიკური ჯგუფის შიგნით, არაერთხელ გვქონია მსჯელობა, ჩვენ საჯაროდ არაფერი გვაქვს გასარჩევი

მმართველ გუნდს, პოლიტიკური ჯგუფის შიგნით, არაერთხელ გვქონია მსჯელობა და საუბარი, ჩვენ საჯაროდ არ გვაქვს გასარჩევი არაფერი, - ასე პასუხობს პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აქვს თუ არა მმართველ გუნდს ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან შეკითხვები.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საუბარი და დისკუსიები გუნდის შიგნით გაიმართა და ყველა საკითხზე აქვთ პასუხები. ამასთან, ჩუგოშვილმა ქობულიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისგან, თავი შეიკავა.

„საუბარი და დისკუსია ჩვენ გვქონდა, ამიტომ ჩვენთვის გასაგებია საკითხები. მესმის, რომ ოპოზიციას მეტი კითხვები შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ჩვენ შიდა დისკუსიებში მიიღონ მონაწილეობა და ის ინფორმაცია მიიღონ, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო