თამარ ჩუგოშვილი - მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერი დაიბაროს

მაისის ბოლო პარასკევი ინტერპელაციის დღეა და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერი დაიბაროს, - ასე პასუხობს ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ მხრივ ოპოზიციას პრობლემა არ შეექმნება.

„მაისის ბოლო პარასკევი არის ინტერპელაციის დღე და შესაბამისად, ჩვენი წესებით და პროცედურებით სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს ოპოზიციას დაიბაროს ნებისმიერი პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე, ამიტომ, ამ დისკუსიას წინ არაფერი უდგას, თუ ეს მათი სურვილია. თუ ასეთი ინტერესი აქვთ, შეუძლიათ, რომ შესაბამისი პროცედურები გამოიყენონ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს