პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა

18 მაისს, პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, „პალიტრა მედიისა“ და „ხელოვნების სასახლის“ ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L"-დან აცნობეს, მე-20 საუკუნის, ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ამადეო მოდილიანი პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ მე-5 რჩეული მხატვარია.

მათივე ინფორმაციით, 20 მაისიდან, პროექტის ფარგლებში, მოდილიანის სამი ტილო: “ჟანა ებიუტერნი", "დედიეს პორტრეტი" და “მწოლიარე შიშველი ქალი” გამოვა. 18 მაისს კი, „უკვდავთა ბაღში“ ამადეო მოდილიანის შედევრების ჩათვლით, პროექტის ფარგლებში გამოსული ყველა ტილოს გამოფენა მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, გამოიცემა ორიგინალთან მიახლოებული ანალოგები რომლებიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება 18 მაისს, 21:30 საათზე, პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, „პალიტრა მედიისა“ და „ხელოვნების სასახლის“ ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ (კარგარეთელის #6) მოეწყობა.

სასურველ მხატვარსა და მის ნამუშევრებს ირჩევს საზოგადოება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html

უკვე გამოვიდა ვან გოგის, ლეონარდო და ვინჩის, კლოდ მონესა და სალვადორ დალის ტილოები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს