მირანდა მესხი ცესკოს თავმჯდომარესთან შესაძლო ნათესაურ კავშირზე - ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო

„ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო,“ - ასე უპასუხა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა მისი და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შესაძლო ნათესაურ კავშირზე დასმულ კითხვას. მირანდა მესხი აღნიშნულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს არ არის საინტერესო თემა.

„არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არ არის ამ ეტაპისთვის საინტერესო თემა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო. A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ნათესავები არიან,“ - განაცხადა მირანდა მესხმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ნათესავები არიან.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა