პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის რეაბილიტაციისთვის 646 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის რეაბილიტაციისთვის 646 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. აღნიშნული თანხა კედლის იმ ნაწილს მოხმარდება, რომელიც ამჟამად შეკეთებას საჭიროებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამცავი ბარიერების განახლების სამუშაოები აშშ-მექსიკის საზღვრის დასავლეთ ნაწილში ქალაქ ტუსონიდან დაიწყება.

სავარაუდოდ, კედლის განახლების სამუშაოები 2020 წლის დასაწყისში უნდა დამთავრდეს. ამასთანავე დამატებით 141 მილიონი გამოიყო კალიფორნიისა და არიზონას შტატებში მექსიკის საზღვრის პირას ახალი დამცავი ღობეების მშენებლობისათვის.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დონად ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო