„ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით,  ე.წ. წითელი ბაღი გაიხსნა

„ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით ე.წ. წითელი ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე, რომელმაც ერთი ნომერი სტეფანესთან ერთად შეასრულა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც „ვითიბი ბანკს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, განახლებული პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე და დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე და დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. ასევე, პარკის გარშემო მოეწყო დაახლოებით 700-მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს