სანდრა რულოვსი - რუსეთს გადაეცემა ეს ქვეყანა ძალიან მალე - ნახევარი უკვე შპს „ივანიშვილის“ ხელშია

რუსეთს გადაეცემა ეს ქვეყანა ძალიან მალე - ნახევარი უკვე შპს „ივანიშვილის“ ხელშია, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში NEWSROOM განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, დაშინების, ზეწოლის და მოსყიდვის მიუხედავად მას გამარჯვების იმედი აქვს.

„ხალხმა იცის რა საფრთხის ქვეშ დგას მთელი ქვეყანა. რუსეთს გადაეცემა ეს ქვეყანა ძალიან მალე. ნახევარი უკვე შპს „ივანიშვილის“ ხელშია. თქვენ არ გეშინიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოთ და ნახოთ, რომ რუსეთისთვის აქვს მიყიდული პორტები, გაზის კომპანიები, თქვენი მედია კომპანიები? ამ საფრთხის ქვეშ ხართ. ჩვენ ვართ პირველი მერცხალი, რომ ზუგდიდიდან დავიწყოთ გარდატეხა, გამარჯვება, რომ ამ გამარჯვებიდან დაიწყება მთელ საქართველოში გარდატეხა. მოსყიდვის, დაშინების, ზეწოლის, ტერორის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვებთ ", - განაცხადა რულოვსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო