არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს  სიმართლე სხვანაირად გადაყიდონ - სიმართლის გადაკეთების სპეციალისტები მრავლად ჰყავს

ისინი ცდილობენ გადაყიდონ სიმართლე სხვანაირად - სიმართლის გადაკეთების სპეციალისტები „ნაციონალურ მოძრაობას“ მრავლად ჰყავს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების რეჟიმზეა გადასული.

„ჩვენ ძალიან მშვიდად და კანონმდებლობასთან სრული თანხვედრით ვაწარმოებთ კამპანიას ზუგდიდში. ჩვენი განცდა, რასაც ვხედავთ კარდაკარის დროს, არის ის, რომ პირველ ტურშივე გამარჯვების შანსები არის მაღალი და გეგა შენგელიას აქვს მაღალი ნდობა.

იმ დროს, როცა ჩვენ მშვიდად ვატარებთ კამპანიას, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ფაქტობრივად, პროვოკაციების რეჟიმზეა გადასული და ყოველდღიურად, იმის ნაცვლად, რომ კამპანია ჩაატარონ, პროვოკაციებით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ და მეტიც, ცდილობენ მოახდინონ იმ ლეგიტიმური პროცესების შეფერხება და ბლოკირება, რასაც ჰქვია კამპანია და არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი კონსტიტუციური გზა, რომ საზოგადოებამ თავისი არჩევანი დააფიქსიროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაშიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას აქვს ადგილი.

„როგორც ნახეთ, აქაც იყო ღია პროვოკაცია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს რას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობა“ როცა გრძნობს, რომ მარცხდება, ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ პროცესის. ბოლოს და ბოლოს უთხრან საზოგადოებას, არჩევნებში მართლა მონაწილეობენ და კამპანიას ატარებენ, თუ ეს საერთო დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილია? ცესკოზე მიტანილი იერიში ზუსტად ამის მცდელობაა, თუმცა თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა აჩვენა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს