9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ხმამაღალი ნათქვამია, რომ იაგო ნებიერიძე უვადო პატიმრობის კანდიდატია

საქმეში სექსუალური ხასიათის ვიდეომასალა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

„ვიდეომტკიცებულებები არის, თუმცა, ზოგიერთი რამის იდენტიფიცირება არ მომხდარა, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა და როგორ იყო. სექსუალური ხასიათის ვიდეომასალა არ არსებობს. როგორც ამბობენ, მის ტელეფონში მკვდარი ფაილები გააცოცხლეს", - განაცხადა პაპოშვილმა.

მისი თქმით, ის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ვერ ხედავს, რაც იაგო ნებიერიძის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატმა დღეს ნებიერიძის დაკითხვაზეც უარი განაცხადა.

„მე შემეძლო მომეთხოვა მისი დაკითხვა, ამის შესაძლებლობას გვაძლევს კანონი, ასევე საერთაშორისო სტანდარტიც, მაგრამ უარი ვთქვით ჩვენების მიცემაზე. მე არ მქონდა სურვილი, ის პირდაპირი წესით დამეკითხა", - განაცხადა პაპოშვილმა.

კითხვაზე, მძიმე ბრალის მიუხედავად, რატომ არ ჰქონდა იაგო ნებიერიძეს სასამართლოსთვის არაფერი სათქმელი, ადვოკატმა უპასუხა, რომ ნებიერიძე საკუთარ პოზიციას საბოლოო სიტყვაში დააფიქსირებს.

„ხმამაღალი ნათქვამია, რომ იაგო ნებიერიძე უვადო პატიმრობის კანდიდატია. ის საბოლოო სიტყვაში, თავის სათქმელს იტყვის", - განაცხადა პაპოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა