სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნეს. ბიზნეს-ფორუმის, სახელწოდებაა ,,საქართველო-ლიბანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები: დინამიური გამოწვევა უკეთესი მომავლისთვის“ და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა.

როგორც ფორუმის გახსნისას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და ლიბანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბები მზარდია, თუმცა უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ასეთი ფორუმები, კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, გამონახონ საერთო ინტერესების სფეროები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“, -განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ლიბანის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო