დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელისუფლების და ცესკო-ს ყველა კანონიერი მოქმედება წარმოაჩინოს ისე, თითქოს აპოკალიფსი ხდება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელისუფლების და ცესკო-ს ყველა კანონიერი მოქმედება წარმოაჩინოს ისე, თითქოს ხდება აპოკალიფსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ზუგდიდში განაცხადა. მისივე თქმით, ისტერია, რომელიც ოპონენტების მხრიდან შეიმჩნევა, სახელისუფლებო კანდიდატის პირველივე ტურში გამარჯვების დიდ ალბათობას უკავშირდება.

„ზუგდიდში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ჩვენ ჩვენს კანდიდატთან, გიორგი შენგელიასთან ერთად ვატარებთ კამპანიას მშვიდ გარემოში, ვესაუბრებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს, ვგეგმავთ ერთად მათი გადაჭრის გზებს, თუმცა მთავარია, რომ იყოს სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ და ვაღწევთ პრინციპში, რომ მშვიდი გარემო იყოს ზუგდიდში, ჩვენი ოპონენტები, გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ ისინი გრძნობენ წაგებას, ცდილობენ აურზაური და დესტაბილიზაცია შეიტანონ, ყველა პროცესი გადაიყვანონ ნეგატივში, წარმოაჩინონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან დაჩაგრულები. ამ დროს ისინი პრაქტიკულად ახდენენ ზეწოლას ამომრჩეველზე, ახდენენ ზეწოლას მთლიანად საზოგადოებაზე. მინდა ყველა დავამშვიდო - ზუგდიდში არის სიმშვიდე. ჩვენ ყველა კანონიერ რესურსს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ პირველივე ტურში დავამარცხებთ ჩვენს ოპონენტებს საარჩევნო გარემოში, მაგრამ მთავარია იქნას შენარჩუნებული სიმშვიდე და ყველას მიეცეს საშუალება, გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა