ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - გარკვეული პროდუქტების მიწოდების დაგვიანება იყო, მაგრამ ახლა გამოსწორდა - ბავშვები დღესაც მიიღებენ ხორციან კერძს

გარკვეული პროდუქტების მიწოდების დაგვიანება, შეფერხება იყო, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით, გამოსწორდა პრობლემა, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი და ისინი ყოველთვის აკონტროლებენ პროცესებს.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ხვალიდან ბავშვები ხორციან საკვებს, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბავშვები დღესაც მიიღებენ ხორციან კერძს და ამჟამად მიმდინარეობს ჩვეულებრივი კვება.

,,ოთხჯერადი კვება გვაქვს და ამ კვების მიხედვით არის განსაზღვრული, თუ როდის უნდა შეიტანონ პროდუქტები. თუმცა, ამ ეტაპზე პროდუქცია ყველგან შეტანილია“ ,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, რომ საბავშვო ბაღებში ასევე არის ხარისხის პრობლემაც, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, რომ იგი ნამდვილად ვერ დაადასტურებს ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და გაუგებარია, ჟურნალისტებს ვინ მიაწოდა ასეთი ინფორმაცია.

,,ზოგადად, კვებითი მომსახურება არის ჩვენთვის ძლიან დიდი პასუხისმგებლობა, ამიტომ მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი. ჩვენ ვაკვირდებით ყოველთვის პროცესებს, თუ შევამჩნევთ, რომ იქნება ისეთი დარღვევები, რომელიც საფუძველია ხელშეკრულების გაწყვეტის, თავისთავად ხელშეკრულებას შევწყვეტთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საჯარო ბაღებში დღეს საერთოდ ვერ შეიტანეს ხორცი. მისი ინფორმაციით, კომპანიას, რომელიც ამარაგებს თბილისის საჯარო ბაღებს პერიოდულად აქვს პრობლემები, როგორც პროდუქციის მიწოდებასთან, ასევე პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა