სუდანის სამხედრო საბჭო მოსახლეობას ბარიკადების დატოვებისაკენ მოუწოდებს

სუდანის სამხედრო საბჭო მოსახლეობას ბარიკადების დატოვებისაკენ მოუწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ მოსახლეობამ საპროტეტო აქციები უნდა შეწყვიტოს და სამართალდამცავებს საშუალება მისცენ ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში აღმართული ბარიკადები დაშალონ.

სამხედრო საბჭომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციასთან შეთანხმებას მიაღწია 3-წლიანი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის შემდეგაც ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სუდანს ომარ ალ-ბაშირი 30 წლის განმავლობაში მართავდა.

რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ის მიმდინარე წლის 11 აპრილს გადადგა, რის შედეგადაც ძალაუფლება ხელში სამხედრო საბჭომ აიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო