ანრი ოხანაშვილი და სოფო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხებს, ასევე აღნიშნულის თაობაზე პარლამენტში შემუშავებულ კანონპროექტსა და OSCE/ODIHR-ის ექსპერტთა რეკომენდაციებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც იქნება.

„დღეს ჩვენ შევხვდით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომელთაც მოამზადეს რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ჩვენ მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, ვიმსჯელეთ მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გაიმართა საინტერესო მსჯელობა და, რაც მთავარია, ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე კომიტეტების დონეზე და იმედი გვაქვს, რომ ეუთო/ოდირთან ჩვენ მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა