ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაგვანახებს, რა ხარვეზებია კანონში, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტს კანონის გადახედვა მოუწიოს

მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაგვანახებს, რა ხარვეზებია კანონში. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარლამენტს მოუწიოს დაბრუნება და გადახედვა კანონის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებებს განიხილავენ და რომელზეც სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოდის.

ომბუდსმენის თქმით, შეხვედრის მიზანია იმ რეკომენდაციების განხილვა, რაც ექსპერტებმა გასცეს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან, ისინი მოისმენენ საერთაშორისო საზოგადოებისგან მოსაზრებებსაც კანონპროექტში გაუთვალისწინებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებითაც.

„შეხვედრის მიზანია, შევაფასოთ უკვე მიღებული კანონი, რამდენად შესაბამისობაშია ის იმ საერთაშორისო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, რაზეც ეუთო-სა და ოდირი-ს დასკვნა საუბრობს. ასევე ვისაუბროთ სამომავლოდ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე, ჩვენ მოლოდინებზე და იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წევრების დანიშვნის სწორ, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცედურებს.

რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და ემთხვეოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, დარჩა გაუთვალისწინებელი. ეს პირველ რიგში შეეხება იმას, რომ ორივე დასკვნა მოითხოვდა გადახედილი ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა და კანდიდატების ნომინირება მომხდარიყო შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით და უმაღლესი ქულის და კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების მიხედვით და არა ფარულად მიცემული ხმის მიხედვით. თუმცა, ეს რეკომენდაცია დარჩა გაუთვალისწინებელი. გაუთვალისწინებელი დარჩა ის, რომ კანდიდატებს არ შეუძლიათ გაასაჩივრონ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებითაც კი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ექსპერტებმა თავიანი პოზიცია მოგვახსენონ ამ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა, რამდენად გამოიწვევს იმას, რომ მიღებული კანონი ან პროცესი, რაც ჩატარდება, იქნება თუ არა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან. ამასთან დაკავშირებით დისკუსია მნიშვნელივანია, რადგან სასამართლო სისტემის რეფორმა გრძელდება და თუკი არსებობს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხებს მომავალში. მითუმეტეს, რომ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი, რაც დაწყებულია, დაგვანახებს რა ხარვეზებია კანონში და შესაძლებელია, არც მე გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარლამენტს მოუწიოს დაბრუნება და გადახედვა კანონის“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ჩართულობამ, მათ შორის ეუთო-სა და ოდირი-ს , ვენეციის კომისიის მოსაზრებამ მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი შეასრულა, რადგან გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესება კანონში სახეზეა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერი ანა-ლიზა შატელენი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, OSCE/ODIHR-ის ექსპერტი ანდრაშ შაიო და იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კუებეკის ადამიანის უფლებათა ტრიბუნალის ყოფილი პრეზიდენტი (1990-2010), OSCE/ODIHR-ის ექსპერტი მიშელ რივე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა