თამარ ჩუგოშვილის განცხადებით ყველა დარღვევასა თუ დანაშაულის შემცველ ფაქტზე კანონის შესაბამისი რეაგირება იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით ყველა დარღვევასა თუ დანაშაულის შემცველ ფაქტზე კანონის შესაბამისი რეაგირება იქნება. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი ვიდეოს შეფასებისას განაცხადა, რომელიც ზუგდიდში არსებული დარღვევებს ასახავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მას ვიდეო არ უნახავს, თუმცა აღნიშნავს, რომ საგამოშიებო ორგანოებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და ყველა ფაქტზე რეაგირება ხდება.

„რომელ ვიდეოზეა საუბარი არ ვიცი, რადგან არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი ის, რომ ყველა ფაქტზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მყისიერად იწყება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან და ყოველ ნაბიჯზე ატყობინებენ მათ შესაბამისი რეაგირების შესახებ. ამიტომ, თუ დადასტურდება რაიმე დარღვევის ან დანაშაულის ნიშნები, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, სამართლებრივი რეაგირება იქნება კანონიდან გამომდინარე", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა