ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მეგან ფიცჯერალდი, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერი, ანა-ლიზა შატელენი და ექსპერტები - ანდრაშ შაიო და მიშელ რივე შედიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნო ის ცვლილებები და საერთაშორისო ორგანიზაციების გათვალისწინებული რეკომენდაციები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას უკავშირდება.

„დელეგაციის წევრები მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, მათ აგრეთვე, მაღალი შეფასება მისცეს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა