სახალხო დამცველი - მოვუწოდებ პარტიებს, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან აირიდონ დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება

ჩემი წუხილის საგანია ის, რომ დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა. მან ყველა პოლიტიკურ პარტიას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ შსს ზუგდიდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის მიმართულებით გამოძიებას დაიწყებს.

„თვალს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს. ასევე, კომუნიკაცია მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩემთვის საყურადღებო იყო ის შემთხვევა, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების და საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი. იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიმართულებითაც დაიწყებს გამოძიებას. იმედი მაქვს, ეს გარემოება არ იქნება მხედველობის მიღმა დარჩენილი.

ჩემი წუხილის საგანია ის, რომ დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი არსებობს. მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს და მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდო, გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან იქნას არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს იქნება ყველა მათგანის პასუხისმგებლობა. შს სამინისტრომ კი ძალადობის თითოეულ ფაქტზე უნდა მოახდინოს რეაგირება,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს