სოფო კილაძის ინფორმაციით, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრით ყველა ის პრობლემური საკითხი ამოიწურა, რაც მათ აწუხებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრით ყველა ის პრობლემური საკითხი ამოიწურა, რაც კონფესიებს აწუხებთ.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის შეხვედერის შემდეგ განუცხადა, ეს ეხება რელიგიური განათლების საკითხს, შენობა-ნაგებობის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.

„ახლა ყველა იმ ინფორმაციას დავამუშავებთ, რაც მივიღეთ და პრობლემების შემდგომ გადაჭრაზე ვიზრუნებთ. ჩვენ ასევე საერთაშორისო გამოცდილებას უნდა გავეცნოთ, თუ როგორ რეაგირებენ რელიგიის კუთხით არსებულ პრობლემებზე“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო