სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ერთ-ერთი სექტორის - დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების განხილვის მიზნით, ტრენინგი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

მინისტრის მოადგილემ ტრენინგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ცოდნის ამაღლების საჭიროებაზე გაამახვილა.

ტრენინგის ფარგლებში, დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების საკითხი მარტვილის რაიონში, კურორტ ლებარდეს სივრცითი მოწყობის დოკუმენტის მაგალითზე განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა ქართული კანონმდებლობისთვის ახალ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ტრენინგი მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ტრენინგი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

ორდღიან ტრენინგს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები გაუძღვებიან.

ტრენინგში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და რეგიონული მუნიციპალიტეტების ასევე, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა