თამარ ჩუგოშვილი - თამარ ჟვანიასთან შეკითხვები არ გვაქვს, რადგან საარჩევნო კომისია კანონის შესაბამისად ცდილობს წარმართოს პროცესები

ჩვენ კითხვები თამარ ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს პროცესებს კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში იბარებს. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინტერპელაციის პროცედურიდან გამომდინარე, რომელიც კანონითაა დარეგულირებელი, ოპოზიციას აქვს საშუალება პარლამენტში ნებისმიერი ანგარიშვალდებული პირი დაიბაროს და მას შეკითხვები დაუსვან.

„ზოგადად ინტერპელაციის პროცედურა დარეგულირებულია მკაცრად კანონით. ინტერპელაცია გაიმართება მაისში, ბოლო სასესიო კვირას, პარასკევს. შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში, მათ შეუძლიათ დაიბარონ ნებისმიერი ანგარიშვალდებული პირი. არჩევნებიდან გამომდინარე, თუკი მათ კითხვები აქვთ, შეუძლიათ ეს კითხვები, მათ შორის დასვან სხდომის დარბაზიდან. ჩვენ კითხვები ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს პროცესებს კანონის შესაბამისად. ეს დაადასტურეს გუშინ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც თქვეს, რომ არანაირი დარღვევა დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა. თუ გადავხედავთ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსაც, ყოველთვის, როდესაც არჩევნების შეფასება ხდება, ყველაზე მაღალ შეფასებას ხშირად სწორედ საარჩევნო კომისია იღებს, როგორც სწორად, კანონიერად და გამართულად წარმმართავი საარჩევნო პროცესების“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო