არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური დებატებით არ წყდება ამ ქვეყანაში, ვის მიმართ რა ზომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ - ეს არის კანონმდებლობით დარეგულირებული

პოლიტიკური დებატებით არ წყდება ამ ქვეყანაში, ვის მიმართ რა ზომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. ეს არის კანონმდებლობით დარეგულირებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის, გია დანელიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ზუგდიდში განვითარებულ ყველა ფაქტზე, მათ შორის, ჩანაწერებისა თუ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციისკენ დგამს ნაბიჯებს, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას მშვიდ ვითარებაში ატარებს.

„პოლიტიკური დებატებით არ წყდება ამ ქვეყანაში, ვის მიმართ რა ზომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. ეს არის კანონმდებლობით დარეგულირებული და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქაც ელემენტარულად აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები რამდენიმე საათიც კი ვერ ძლებს. მათ თქვეს, რომ არის შესაძლო დარღვევები, რომლებზეც ხელისუფლება არ აპირებს თითქოსდა რეაგირებას და ა.შ. რეალურად, ხელისუფლებამ ყველა ამ ფაქტზე მოახდინა დაუყოვნებლივი რეაგირება, იქნებოდა ეს ჩანაწერი, სხვა ფიზიკური დაპირისპირებისა თუ კონფლიქტის ფაქტები.

ასე რომ, აქ კანონი იქნება განუხრელად დაცული და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, ეს უნდა წარმოადგინონ კანონით გათვალისწინებული წესით და მოითხოვონ მასზე რეაგირება. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია, პოპულიზმი და მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებას კიდევ უფრო დიდ კონტრასტს აჩვენებს, როდესაც ზუგდიდში „ქართული ოცნება“ მშვიდად ატარებს საარჩევნო კამპანიას, ამ დროს რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტი პარტიები. ხმაურობენ, დესტაბილიზაციისკენ დგამენ ნაბიჯებს და საზოგადოებას უყვებიან მხოლოდ იმას, რაც რეალობისგან შორს არის და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიეკუთვნება.

არსებობს კანონი, არსებოს კანონის უზენაესობა და სახელმწიფო უწყებები მის შესრულებაზე არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ პოლიტიკური დებატებით არ წყდება ამ ქვეყანაში, ვის მიმართ რა ზომები უნდა გამოიყენოს სახელმწოფომ. ეს არის კანონმდებლობით დარეგულირებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ ეს კანონი წაიკითხონ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს