თამარ ხულორდავა - ზუგდიდს გიორგი შენგელიას სახით მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს

ზუგდიდში უმრავლესობის წევრები, მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან ერთად მოსახლეობას ხვდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განმარტებით, ზუგდიდს გიორგი შენგელიას სახით ღირსეული კანდიდატი ჰყავს, რომლის მერის მოადგილეობის დროსაც მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტის განხორციელება დაიწყო.

„ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომლის მიმართაც დადებითად არის განწყობილი მთელი ზუგდიდი. ის არის ძალიან კარგი მენეჯერი, მისი მერის მოადგილეობის დროს ძალიან ბევრი პროექტი დაიწყო და მიმდინარეობს. სწორედ ეს საზოგადოება 19 მაისს გააკეთებს სწორ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, რადგან გვყავს უალტერნატივო კანდიდატი“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

უმრავლესობის წევრი ზუგდიდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტებს სხვაგვარი სურათის წარმოჩენა და დაძაბულობის შექმნა სურთ.

,,ჩვენი ინტერესი არის თავისუფალი, სტაბილური გარემოს შენარჩუნება. ის ძალა, რომელიც რაღაც მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში და მიაჩნია, რომ ეს თავისი კანდიდატის წარმატების ერთადერთი გზაა. მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა, საკმაოდ გათვითცნობიერებულია და გარკვეულია იმ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან კარგი შედეგი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა