დავით სერგეენკო - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით მოსალოდნელზე ნაკლები ადამიანი სარგებლობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებს და სამომავლო გეგმებს აცნობენ.

როგორც დავით სერგეენკომ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალიტებს განუცხადა, პროგრამით მოსალოდნელზე ნაკლები ადამიანი სარგებლობს, რასაც მინისტრი ინფორმაციის ნაკლებობით ხსნის.

„სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოსახლეობას ეხმარება მათთვის ჯანდაცვის კუთხით ყველაზე მძიმე ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად, რაც არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მხარდაჭერა სახელმწიფო პროგრამით, უკვე 2 წელზე მეტია მოქმედებს. თუმცა, წინასწარი გათვლით, მოსალოდნელ მოსარგებლეებზე ნაკლები ადამიანი სარგებლობს ამ მაღალი შესაძლებლობით. გაზაფხულზე ჩავატარეთ ძალიან დეტალური კვლევა, რომ გვენახა სად იყო სუსტი წერტილები და ზუსტი დეტექცია გავაკეთეთ. ძირითადად, ეს არის ინფორმაციის სწორი მიწოდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ექიმის და პაციენტის კომუნიკაციაში ინფორმირებულობაა ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ ისედაც გვქონდა საინფორმაციო კამპანია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს არის მნიშვნელოვნად გასაძლიერებელი. პირველი შეხვედრა გვქონდა ოჯახის ექიმებთან და დღეს გვაქვს კარდიოლოგებთან, რადგანაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ერთ-ერთი წამყვანია ამ მხრივ",- განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ.

ეს აფთიაქებია: PSP, “ავერსი“, „ჯიპისი“ , „ფარმადეპო“ და „სახალხო აფთიაქი“.

უწყების ცნობით, ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა.

მათივე ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.

პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკულ დაავადებებს:

გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;

შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);

ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

ეპილეფსია;

პარკინსონის დაავადება.

რაც შეეხება პროგრამის მოსარგეებლეებს, ესენი არიან:

სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული

შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;

პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;

ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო