„ოდირის“ წარმომადგენელი - კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული რჩევები, პრაქტიკაში აღსრულდეს

კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ის ნაკლოვანებები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა „ოდირის“ და ვენეციის კომისიის მიერ, სერიოზულად იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მეგან ფიცჯერალდიმ სახალხო დამცველის მიერ გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონზე განაცხადა.

მეგან ფიცჯერალდის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი არის, თუმცა ჯერ კიდევ შეინიშნება ნაკლოვანებები. მან ხაზი გაუსვა სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის მნიშვნელობას.

„ოდირი“ კიდევ ერთხელ იმეორებს მზაობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში. უნდა ვაღიაროთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული პროგრესი, თუმცა ჯერ კიდევ არის გარკვეული ნაკლოვანებები. არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჩვენში კითხვის ნიშნებს ტოვებს. შესაძლოა, არსებული რეალობა მოითხოვდეს შემდგომ რეფორმებს და პროცედურების შეცვლას. ძალზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ის ნაკლოვანებები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა „ოდირის“ და ვენეციის კომისიის მიერ, სერიოზულად იყოს გათვალისწინებული და მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული რჩევები, პრაქტიკაში აღსრულდეს. ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა და დისკუსიები, მუდმივად თვალს ვადევნებთ ამ პროცესს," - განაცხადა მეგან ფიცჯერალდიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა