რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართა.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.

„სამუშაო ჯგუფმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, იმსჯელეს რელიგიური ორგანიზაციების რესტიტუციის, დაფინანსების, მშენებლობის უფლების, რელიგიური განათლებისა და სხვადასხვა მთავარი რელიგიური დღესასწაულების უქმედ გამოცხადების შესახებ. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენდნენ: საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

შეხვედრას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა