ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის 2019 წლის 14 მაისის №222 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში და 22 ლარის ოდენობის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის/სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, მიუხედავად საპენსიო ასაკისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების თარიღისა.

„აღნიშნული სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით უნდა მიმართოთ სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ უწყებას - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვეტერანის მოწმობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებით, 26 000-ზე მეტი ვეტერანი, რომლებიც 2009 წლიდან ვერ სარგებლობდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიით/სოციალური პაკეტით, გათავისუფლდნენ ამ დისკრიმინაციული მდგომარეობიდან“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო