18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე, სხვადასხვა პროგრამით აღინიშნება

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლე სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამით სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„პალიტრა L"-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ საღამო გაიხსნება სუხიშვილების ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით - ლაზური.

19:30 საათზე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“ გახსნის. ექსპოზიციის ფარგლებში ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიული კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც. 20:00 საათზე ხელოვნების სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები წარმოადგენენ დასარტყამი და სასულე საკრავების შოუს.

21:30 საათზე, პროექტის ფარგლებში „დიდი მხატვრების შედევრები“, „პალიტრა მედიასა“ და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ მოეწყობა იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება.

23:00 საათზე, საღამო დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო