ირაკლი კობახიძე - ძალიან დაგვეხმარა ოდირის რეკომენდაციები კანონპროექტის სრულყოფაში

ძალიან დაგვეხმარა ოდირის რეკომენდაციები კანონპროექტის სრულყოფაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონზე განუცხადა.

მან ომბუდსმენსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ომბუდსმენს იმისთვის, რომ სწორედ მისი ინიციატივით მივიღეთ ჩვენ ოდირის დასკვნა. ოდირს რა თქმა უნდა, მადლობა. ძალიან დაგვეხმარა მათი რეკომენდაციები კანონპროექტის სრულყოფაში. არაერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, მათ შორის კრიტერიუმებიდან გამოცდის მოხსნა, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს კეთილსინდისიერი და მაღალკვალიფიციური მოსამართლეებით დაკომპლექტებას უზრუნველყოფს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოსაზრებები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა