„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ზესტაფონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე დეტალურად ისაუბრეს. მათ შორის იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებები და პედაგოგთა ხელფასების გაზრდის საკითხები.

მინისტრის მოადგილის თქმით, პედაგოგთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ვცდილობთ ახალი რეფორმა ადამიანის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. სიახლეა ის, რომ გაზრდილია დაფინანსება, სახელფასო პოლიტიკა, სტატუსის დანამატი იზრდება 150 ლარით, ისე რომ 2020 წლისთვის საშუალო ხელფასი 1500 ლარი გახდეს. ხელფასი გაეზრდება სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დირექტორებს. ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი სისტემისთვის მიიღებენ სახელმწიფო ჯილდოს 2 წლის ხელფასს ერთჯერადად სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, ისინი ასევე შეინარჩუნებენ სადაზღვევო პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

,,უპრეცედენტო ინვესტიციები, პედაგოგების ხელფასების ზრდა, საპენსიო ასაკის პედაგოგთა ღირსეული გაცილება- ეს არის ის უახლესი ცვლილებები, რომელსაც ვთავაზობთ პედაგოგიურ კორპუსს. ვსაუბრობთ ასევე თუ რა გამოწვევები რჩება და ეტაპობრივად როგორ შეიძლება მისი გადაჭრა“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, მარიამ ჯაშმა პედაგოგებს მმართველი გუნდის კანდიდატის გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

,,გიორგი გოგლიჩიძეს ვიცნობთ როგორც ღირსეულ, გამორჩეულ, პრინციპულ ადამიანს, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება. მან უმწვავესი პრობლემების მიუხედავად პოზიციები არ დათმო. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ობიექტურობის, სოციალური თანასწორობის, ბევრი სიახლის მომტანი ზესტაფონისთვის", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ზესტაფონელ პედაგოგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაა და იმ კურსის და მშენებლობის გაგრძელებაა, რომელიც დაგეგმილია ჩვენს მუნიციპალიტეტში და განხორციელდება მიმდინარე წელს“, - აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

შეხვედრაზე ზესტაფონელ პედაგოგებს სიტყვით მიმართა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა