საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 16-17 მაისს ჰელსინკში იმართება. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი ასევე ეძღვნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისთავს, მინისტერიალზე მიღებული იქნება საიუბილეო დეკლარაცია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, რომ მინისტერიალის დღის წესრიგში ფართოდ არის წარმოდგენილი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკა. კერძოდ, მინისტერიალის დღის წერიგის მეორე პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ეხება ევროპის საბჭოს როლს ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში, რაც საშუალებას მისცემს სესიის მონაწილეებს ისაუბრონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე.

„აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცდება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბირნ იაგლანდის კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე; მინისტერიალის დღის წესრიგი ასევე საუბრობს მიმდინარე წლის 2 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, ხოლო ორგანიზაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ დეკლარაციაში ასევე არის საუბარი ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებსა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას გაამახვილებს საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომრეობაზე და იმ მნიშვნელოვან როლზე რასაც ევროპის საბჭო ასრულებს ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაზე საერთაშორისო რეაგირების თვალსაზრისით.

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა