დავით დონდუა ავსტრიის ეროვნულ საბჭოში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ავსტრია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით დონდუა ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ავსტრია საქართველოს ეროვნული მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.

შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

ამასთანავე, ხაზი გაესვა ინტენსიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს ეროვნული საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაუს შერაკი (პროევროპული ლიბერალური პარტია NEOS) და მასში გაწევრიანებული არიან სხვადახვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა