რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა გაფიცული მუშების ნაწილის მოთხოვნებზე პასუხს 17 მაისს, ნაწილის კი - 20 მაისს გასცემს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის - “რუსთავის ფოლადის“ სამი ძირითადი საამქროს - მილსაგლინავის, ფოლადსადნობისა და წვრილსორტულის 400-ზე მეტი მუშა გაფიცვას აგრძელებს.

ცოტა ხნის წინ ქარხნის ხელმძღვანელობა 200-მდე მუშას ადმინისტრაციის შენობის სხდომათა დარბაზში შეხვდა. დირექციასა და მუშებს შორის მოლაპარაკებები ერთ საათის განმავლობაში გაგრძელდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა, შრომის შესაბამისი ანაზღაურების მიღება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. საწარმოს ხელმძღვანელობა, წვრილსორტული საამქროს მუშებს დაჰპირდა, რომ კონკრეტულ პასუხს მათ მოთხოვნებზე ხვალ გასცემს, ფოლადსადნობ საამქროსა და მილსაგლინავში დასაქმებულების მოთხოვნების განსახილველად კი დრო ორშაბათამდე ითხოვა. გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ და აცხადებენ, რომ აქციებს გააგრძელებენ.

,,რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ მელიქაძის განცხადებით, გაფიცული მუშების მოთხოვნების განსახილველად დირექციას დრო სჭირდება. ხელფასების გადახედვა საწარმოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე მოხდება, შრომითი პირობების გაუმჯობესებას რაც შეეხება, ამ მოთხოვნას აუცილებლად შეასრულებენ.

,,ძირითადი მოთხოვნა არის ხელფასების გაზრდა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, არის ბევრი სხვა. ჩვენ არც ერთის განხილვაზე უარი არ გვითქვამს, გამომდინარე ფინანსური შესაძლებლობიდან, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს წინადადებებს მიიღებენ ჩვენი თანამშრომლები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ მელიქაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს