ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა - ბავშვს შეაწმინდეს ხელები, „გაპრავებულია“ ეს საქმე

ეს გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის და ბავშვს შეაწმინდეს ხელები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.ს მამამ, კახა ღლონტმა განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს მიერ მისი შვილის დამნაშავედ ცნობა, სამართლიანი გადაწყვეტილება არ არის.

"საერთოდ არ ველოდებოდი გამამტყუნებელ განაჩენს. ეს გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის და ბავშვს შეაწმინდეს ხელები. აბსოლუტურად ყველამ შეაწმინდა ხელი, სახელმწიფომ, პროკურატურამ, ყველამ. "გაპრავებულია" ეს საქმე, თურმე, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი გამოძიებულია და მარტო ეს ყოფილა ყველაფერში დამნაშავე. ესენი გვეუბნებიან, საქმე თქვენი შვილის გამო ვერ გამოვიძიეთო. იმას კი არ ამბობენ, გაყალბებულია ეს ჩვენებები და პროკურატურამ თავიდან ბოლომდე დაანგრია ეს ყველაფერიო. ამას არავინ ამბობს. თურმე, ჩემმა შვილმა, ბავშვმა აურია ყველას თავგზა და ჭეშმარიტება ვერ დადგა ამ საქმეზე - ამას გვეუბნებიან და ამას ხელი მოაწერა მოსამართლემ. ბავშვმა თქვა დღესაც, უდანაშაულო ვარ, თავიდან ბოლომდე ვთანამშრომლობ გამოძიებასთანო", - განაცხადა ღლონტმა.

როგორც ის აცხადებს, აპირებს სასამართლო სხდომის ოქმები გაასაჯაროვოს, რათა საზოგადოება მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნდეს.

"დანებებას არ ვაპირებთ, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვებით. ვაპირებთ, გავასაჯაროვოთ სასამართლოს ოქმი, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, დღეს რა გააკეთეს, რას მოაწერეს ხელი და როგორ გაწირეს ეს ბავშვი", - განაცხადა ღლონტმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომად 22 მაისი, 17:00 საათი განისაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა